თქვენ სწორ ადგილას ხართ
დარეგისტრირდი ახლავე და დაგვეხმარე გლობალური ბაზრის გაუმჯობესებაში ჩვენს ანაზღაურებად გამოკითხვებში მონაწილეობის მიღებით!
შემოუერთდი TGM-ს, ბაზრის კვლევის პლატფორმას, რომელიც საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას მოგცემს.
კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აინტერესებთ შენი, როგორც მომხმარებლის აზრი: რა მოგწონს და რა არ მოგწონს? ნუ იჯდები უქმად, სანამ სამყარო იცვლება, მიიღე მონაწილეობა ჩვენს ანაზღაურებად გამოკითხვებში !
ჩვენ ვქმნით გამოკითხვებს, რომლებიც სახალისო და მარტივი შესავსებია. ჩვენი გამოკითხვები დაგეხმარება განვითარდე, როგორც მომხმარებელი. მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ მოწყობილობა და ინტერნეტი გჭირდება!
რატომ უნდა შემოგვიერთდე?
ანაზღაურებადი მობილური გამოკითხვები
მონაცემთა და ანონიმურობის დაცვა
არანაირი დამატებითი პირობები ან შეზღუდვები
არავითარი მახე! შემოუერთდი ჩვენს გლობალურ საზოგადოებას სრულიად უფასოდ. დარეგისტრირდი ახლავე და დააგროვე ფული ონლაინ!
ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოწყობილობით!
ჩვენ ვაფასებთ შენს აზრს
ჯილდოს მიღება მარტივია
ერთად შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ
თუკი შემოგვიერთდები, საშუალება გვექნება, გლობალური ბაზრის მდგრად განვითარებას მივცეთ ბიძგი. თუკი მონაწილეობას მიიღებ ჩვენს ანაზღაურებად გამოკითხვებში, ჩვენ შენს მოსაზრებებს მივაწოდებთ საუკეთესო გლობალურ ბრენდებს ასზე მეტ ქვეყანაში.
ერთად შევძლებთ ვუბიძგოთ კომპანიებს უკეთესი პროდუქტებისა და სერვისების შექმნისკენ. გაგვიზიარე შენი მოსაზრებები და იყავი პასუხისმგებელი მსოფლიო ბაზრის გაუმჯობესებაზე.
მონაცემთა დაცულობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ატომ უნდა შეავსო ანაზღაურებადი გამოკითხვები თანხის სანაცვლოდ?
ანაზღაურებადი ონლაინ გამოკითხვები, ერთი მხრივ, პოტენციურ მომხმარებელთა ინფორმაციის, აზრებისა და შეხედულებების გაგებას ემსახურება, მეორე მხრივ კი, საშუალებას იძლევა, ინტერნეტის საშუალებით მარტივად და სწრაფად დააგროვო მოგება.
თემები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შესაძლებელია გამოკითხვა ინდივიდუალური ინტერესებისა და პრეფერენციების შესაბამისად აარჩიო. მათ უამრავი კვლევითი კომპანია გთავაზობს.
რა არის TGM პანელი და როგორ შევავსოთ ონლაინ და მობილური გამოკითხვები მისი დახმარებით?
როგორ დავაგროვოთ ფული მარტივად ინტერნეტში?
პირველი ნაბიჯია ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაცია - გამოკითხვების ერთ-ერთ საუკეთესო ვებგვერდზე. რეგისტრაცია მოიცავს შენ შესახებ ზოგადი ინფორმაციის შევსებას, მათ შორის: შენს საფოსტო მისამართს, დაბადების თარიღსა და გენდერს. გახსოვდეს, რომ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს - ამ გზით უფრო მარტივად მიიღებ ინფორმაციას და მარტივად გამოიმუშავებ თანხას. პანელის ვებგვერდზე ან რესპოდენტის პორტალზე დასარეგისტრირებლად მიჰყევი ბმულს: portal.tgmpanel.com
მეორე ნაბიჯია შენი იდენტობის დადასტურება და ვებგვერდზე რეგისტრაცია. მოწოდებული ინფორმაციის ვერიფიკაციისთვის უნდა დააწკაპუნო ელფოსტაზე გამოგზავნილ ბმულზე. გახსოვდეს: შეამოწმე სპამები, თუკი აქტივაციის წერილს ვერ პოულობ.
იმისთვის, რომ ჩვენი წერილები სპამებში არ ჩავარდეს, დაამატე კონტაქტებში ან ელექტრონული მისამართების სიაში.
მეოთხე ნაბიჯია საუკეთესო ანაზღაურებადი გამოკითხვების ლოდინი. როდესაც შენი პროფილისთვის შესაფერისი კვლევა გამოჩნდება, როგორც წესი, ელფოსტაზე გამოგიგზავნით შეტყობინებას. ამ გზით, ხელიდან არ გაუშვებ ჩვენს ონლაინ პანელზე ბალანსის გაზრდის შესაძლებლობას. ეს ასევე მნიშვნელოვანია კვლევის ვადების გამო - რამდენიმე დღეში (ზოგჯერ რამდენიმე საათშიც კი) გამოკითხვა აქტიური აღარ იქნება.
გახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვგზავნით შეტყობინებას ყველა გამოკითხვის შესახებ, ზოგიერთი შეტყობინება კი, შესაძლოა, სხვებს შორის ჩაიკარგოს, ამიტომ უმჯობესია, მაგალითად, დილით, ყავის დალევასთან ერთად, დღიურ ჩვევად გაიხადო რესპოდენტის პანელზე შესვლა - https://portal.tgmpanel.com რათა შეამოწმო, არის თუ არა ახალი გამოკითხვები შესავსები (არის თუ არა შანსი, ონლაინ თანხის დასაგროვებლად)
ახალი გამოკითხვების შესახებ შეტყობინებების მიღება შესაძლებელია WhatsApp-ის, Facebook-ის მესენჯერის ან ქრომის საშუალებით (ასე გამოკითხვები ამოხტება შენი მობილურის ან კომპიუტერის ეკრანზე). ამ პარამეტრების ჩართვა (და მარტივად გამორთვა) შესაძლებელია კონფიგურაციის პარამეტრებში, კვლევის პანელის პირად ანგარიშში:https://portal.tgmpanel.com
მეხუთე ნაბიჯი გამოკითხვის შევსებაა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პასუხები კარგად ნაფიქრი და გულწრფელი უნდა იყოს. გახსოვდეს: შენი ნამუშევარი გამოკითხვების ონლაინ შევსებისას და შენი წვლილი სხვადასხვა კომპანიების მიერ შეკვეთილ ბაზრის კვლევაში ძალიან დიდია. ამ გამოკვლევებზე დაყრდნობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, რომლებმაც, შესაძლოა, შენს ცხოვრებაზეც მოახდინოს გავლენა. გამოკითხვების გულწრფელად შევსებისას სანერვიულო არაფერია, რადგან შენს პანელზე არსებული ანაზღაურებადი ონლაინ გამოკითხვები სრულად ანონიმურია.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შეგიძლია შეამოწმო, რამდენი გამოიმუშავე. TGM პანელზე ჩანს დაგროვებული დოლარები და ქულები (1 ქულა = 1 USD). თუკი კვლევის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებ (დახურული გამოკითხვა, შევსებული კვოტა, რესპოდენტის განსხვავებული პროფილი და ა.შ.), დახარჯული დროის ასანაზღაურებლად 0.02 ქულას მიიღებ.
მეექვსე ნაბიჯი ყველაზე სასიამოვნოა, რადგან ის ანაზღაურების მიღებას მოიცავს. არ დაგავიწყდეს, შეამოწმო მინიმალური თანხა, რაც საჭიროა გადარიცხვისთვის. TGM პანელის შემთხვევაში, ეს თანხა შეადგენს 10 დოლარს დოლარში ანაზღაურებისას და 3.5 დოლარს ქულების ბალანსით ანაზღაურებისას (ზოგი გამოკითხვის შემდეგ მიიღებ დოლარებს, ზოგ შემთხვევაში კი ქულებს, რომლებიც მოგვიანებით კონვერტირდება დოლარში - დამოკიდებულია კლიენტზე).
უფრო და უფრო მეტი კვლევის პანელი, მათ შორის TGM პანელიც შესაძლებლობას იძლევა, PayPal-ზე გადარიცხვით გაანაღდო თანხა - paypal.com. მოგვიანებით კი შეგვიძლია თანხა PayPal-იდან ჩვეულებრივ საბანკო ანგარიშზე გადავრიცხოთ. რამდენიმე დღეში თანხა საბოლოო ანგარიშზე აისახება.
შესაძლებელია დაგროვებული თანხის გამოყენება მობილური ბალანსის შესავსებად (თუ იყენებთ top-up ფუნქციას)
მესამე გზა თანხის გასანაღდებლად არის Gcode-ის სასაჩუქრე ბარათების შეძენა. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე: app.gcodes.com.
მარტივია, არა?
როგორ ვიპოვო გამოკითხვების საუკეთესო ვებგვერდი საქართველოში?
გამოკითხვები, რომლებიც ინტერნეტში ყოფნისას ამოვარდება ხოლმე, ჩვენთვის არაა. ისინი უფასოა და არაფერი მოაქვს დაკარგული დროის გარდა - მაშინაც კი, თუ PayPal-ზე თანხის ჩარიცხვას ან სასაჩუქრე ბარათებს გვთავაზობენ.
გამოკითხვების შევსებისას ფულის დასაგროვებლად საჭიროა სანდო კვლევის პანელის მოძებნა, რომელიც გარანტირებულად გადაგვიხდის გამოკითხვის შევსებაში. ამ ბოლო დროს ონლაინ ბევრი ასეთი პორტალი გვხვდება.
რომელი ავირჩიო?
რა არის ბაზრის კვლევა, რა არის კვლევითი კომპანია და რისთვის გამოიყენება ეს კვლევა?
ბაზრის კვლევა გულისხმობს მონაცემთა შეგროვებასა და ინტერპრეტაციას. ამის შემდეგ ყალიბდება ბაზრის საბაზისო ელემენტები, მათ შორის პროდუქტებისა და სერვისების ფასები, მათზე მოთხოვნა და მათი მიწოდება და მომხმარებლის მოსაზრება და ქცევა. ბაზრის კვლევა ასევე განსაზღვრავს კონკურენციის გეზს.
ამჟამად საწარმოს წარმატება დამოკიდებულია ანალიზზე, რაც საშუალებას იძლევა, ბიზნესმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. ბაზრის მოთხოვნების ცოდნა და სწორად გამოყენებული მარკეტინგული სტრატეგიები ახალ სერვისებსა და პროდუქტებს წარმოშობს.
მონაცემთა შეგროვების მთავარი ელემენტი, რაც კონკურენციის სათავეში ყოფნას განაპირობებს, ბაზრის კვლევაა.
ასეთი კვლევა სასურველია გაზრდილი რისკის შემთხვევებში, როდესაც საწარმოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. ასეთ სიტუაციებში შედის:
- კონკურენციის სახე, როცა მომხმარებლები დაინტერესებულები არიან პროდუქციით.
- დაგეგმილი გაფართოება ახალ ბარზებზე
- გამყიდველის ბაზრის ტრანსფორმირება მყიდველის ბაზრად
- მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები
- მყიდველის მოთხოვნების მუდმივი ცვლილება და მათი საჭიროებების შემცირება
- სატესტო კვლევა
- ფასის კვლევა
- ბრენდის კვლევა
- მიმოხილვითი კვლევა
- მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა
კვლევის მეთოდის შერჩევას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებისთვის განსაზღვრული დრო, კვლევის სფეროს ზომა, ბიუჯეტი და კვლევის მიზანი
გამოკითხვა(რომელიც გამოკითხვების ვებგვერდებზეა ხელმისაწვდომი) ყველაზე გავრცელებული კვლევის ტექნიკაა. მონაცემთა შეგროვების სიადვილისა და მარტივი ანალიზის დამსახურებით, იგი ბაზრის კვლევის მთავარი ინსტრუმენტი გახდა.
ინტერნეტის ხანაში მონაცემთა შეგროვების ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფი მეთოდი ონლაინ და მობილური გამოკითხვებია , რომლებიც ვებგვერდებზეა განთავსებული. ასეთი კვლევა შედარებით დიდ დიაპაზონს ფარავს დაბალ ფასად. ონლაინ გამოკითხვების შეკითხვები მარტივია და მათზე პასუხის გაცემა მონაწილეებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
გამოკითხვათა ანონიმურობა პასუხების სანდოობას განაპირობებს, რაც ჩატარებული კვლევის ეფექტურობას განსაზღვრავს.